ჭეიშვილი გიორგი
გაზიარება

გარეშე  

ოქროს შუალედით დავიღალე,
ყველა განზომილებაში დავიკარგე-
წერტილები და ხაზები,
უაზრო აზრები
და შავ-თეთრი მზე.
რაც მაკლდა მხოლოდ ის ვეძიე,
მაგრამ რაც მქონდა იმას-ღა დავეწიე-

სურათი დავხატე ფერების გარეშე,
გოგონას ვაკოცე წესების გარეშე,
ღვინო დავლიე სურვილის გარეშე,
სარკე გავტეხე მიზეზის გარეშე,
მთელი თვე მეძინა სიზმრების გარეშე,
გიტარას ვუკრავდი სიმების გარეშე,
თამაში მომინდა მოგების გარეშე,
ერთი დღის ცხოვრება- კანონის გარეშე.

ბევრი ვიარე,
ბევრი ვიფრინე
და ცოტა ვიფიქრე,
ვიდრე მშვიდად ყოფნა არ გადავიფიქრე.

ბოლოს
ჩემს თავთან მივედი,
მაგრამ არავინ დამხვდა-
                        - სიცარიელე,
მე კი- სწორედ ამ სიცარიელეში- 
აღმოვჩნდი გარეშე.

??????