წიკლაური მარიამ
გაზიარება

რვაფეხა 

ერთ რვაფეხა დედას

გაუცივდა შვილი.

ყველას ასე მოუვა,

ვინც უწინდოდ ივლის!

დედას გული გაუსკდა,

მოიტანა წამალი,

ეხვეწება: - ჩაყლაპე,

სანამ გვიან არ არის

და დაგიქსოვ ლამაზ

ჭრელა-ჭრულა წინდებს,

ჩხირებიც მაქვსმატყლიც

დასართავად მიდევს!

რვაფეხუნა ატირდა:

არ მინდაო აბები,

მომიყევი მამიკოს

პატარობის ამბები!

დედიკომაც უამბო

მართალიც და ზღაპარიც,

მოყოლაში გავიდა

ნახევარი ზამთარი.

მერე ძაფიც დაართო,

ღება ნაირფერები,

ოთხი წყვილის მოქსოვით

დაეღალა ხელები.

თან ზამთარიც გასრულდა,

ვიღას ახსოვს ანთება?!

რვაფეხუნა განკურნა

სასაცილო ამბებმა.

ახლა კი გვაქვს წინდა,

მაგრამ რაღად გვინდა?

??????