ხორნაული ვაჟა
გაზიარება

ბიჭები 

თორნიკემ უთხრა ბათირას:

 -კოსმოსი საკვირველია,

წამოდი, ერთად გავფრინდეთ,

მთვარეს შევახოთ ხელია.

ზოგჯერ ეს ჩვენი ბათირა

ისეთი სიტყვის მთქმელია,

მოუსმენ, გაგიხარდება,

იტყვი:"პატარა ბრძენია."

ღიმილით უთხრა თორნიკეს:

-არა ვარ ქვეყნის მტერია,

ვისთან წავიდე კოსმოსში,

მთვარეზე რა დამრჩენია?

ვერ ხედავ? - ფშავ-ხევსურეთი

დაობლდა, ცარიელია!..

არაფერს ამბობს თორნიკე,

ვაჟია,მართლაც,ოქროსი,

ბინდისფერ კოშკებს გახედა,

სულ დაავიწყდა კოსმოსი.

??????