ჩიღვინაძე გივი
გაზიარება

ბელები და თაფლი 

წყაროს პირას მზიან ტყეში,

ვნახე უცხო სახილველი:

ხელადები ეპყრათ ხელში _

თაფლს იყოფდა სამი ბელი.

 

დიდი კასრი მოაგორეს,

ქარვისფერი თაფლით სავსე,

ხან ქოთნებში გადაწონეს,

ხან ქილებში გადაასხეს.

 

მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს

ეცოტავა თავის წილი,

არ უსმინეს დედის ნათქვამს

და დასწამეს ერთურთს ცილი.

 

ამან იმას წაჰკრა ხელი,

იმან კიდევ ამის ქოთანს,

აურიეს ყველაფერი,

ყველა ჩხუბობსყველა შფოთავს.

 

დაუგორდათ კასრი ხევში,

ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,

ქოთნებსა და ხელადებში

საღამომდე იგორავეს.

 

დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,

მოიწმინდეს მერე ოფლი,

არც ქურქები შერჩათ სუფთა,

აღარც _ თაფლი გასაყოფი.

??????