ქიტიაშვილი ცირა
გაზიარება

ბიჭობა განა ღონეა 

ბიჭს მაშინ დაგიძახებენ…
ვაჟა-ფშაველა

ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა.
მაგარი რკინის კუნთები,
მარჯვედ ნატყორცნი ბურთები,
კარში დროული გატანა…
ბიჭობა არის ატანა,
თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი.
ბიჭი არ არის გამცემი,
ბიჭს არ შეშვენის ლაჩრობა.
რა არის კბილის მოძრობა,
ანდა ეწვოდეს დამწვარი,
ძვალმა მოიღოს ლაწანი,
ანდა დაერჭოს ყირაზე –
ბიჭი არ ტირის ჯინაზე.
ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა,
ველოსიპედით გართობა.
ბიჭობა არის დათმობა,
სხვისთვის მიცემა ფარაჯის,
ბიჭია სუსტის დარაჯი,
ქალის და ბავშვის ქომაგი.
ბიჭი ბიჭდება ომამდის 
და ომში დიდი გული აქვს,
სამშობლოს სიყვარული აქვს.
მტერთან დახვედრა მტრული აქვს.
ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა,
ცურვა, სრიალი, ჭენება.
ბიჭობა არის შენება –
დანგრეულის თუ ახლისა,
ძველი ტაძრის თუ სახლისა.
ბიჭობას ახლავს სიმართლე,
სიკეთე, აზრის სინათლე.
ბიჭობა საურველია,
ბიჭობა სანატრელია
მისგან დიდ საქმეს ელიან.
ეს ნათქამი კი ძველია:
ბიჭობა ძნელზე ძნელია!.

??????