გიორგაძე ნონა
გაზიარება

მაპატიე 

მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი,
სულში გრძნობა ტკივილივით დავატიე,
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ, მაგრამ მაინც,
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე.
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე მწყაზარ იებს,
მაპატიე მოპარული წამები და
დაზაფრული ოცნებები მაპატიე.
მაპატიე, თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქრობ
და ეს ღამეც მარტომ, თეთრად გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ახლანდელი გულგრილობა მაპატიე...
მაპატიე ის ურითმო სტრიქონები,
გრძნობის ზღვაში ნატვრებად რომ ჩავაბნიე,
მაპატიე ეს ლამაზი მონატრება,
ეს უმწიკვლო მოდარდებაც მაპატიე.

??????