ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * "საღამოა" 

საღამოა. მთებს გავცქერი შენისლულებს,
ხვალე უნდა უსათუოდ დავიღუპო.
დალოცვილო, ერთი თხოვნა შემისრულე:
მეკუბოვეს შეუკვეთე შავი კუბო.
მერე მშვიდად ჩაატარე პროცესია
(კაცს დამმარხავ არაფერში გამოსადეგს).
მარტოსულთა დავიწყება რომ წესია,
მეც საკუთარ მაგალითზე გამოვცადე.
საბოლოოდ კითხვა ესე მებადება:
ჩემნაირნი ცხოვრებაში რას ელიან?
როცა სულში უსაშველოდ შეღამდება,
ქვეყნად ყოფნა უდიდესი სასჯელია.

??????