ბექიშვილი თედო
გაზიარება

აღარ თოვს 

აღარ თოვს. უკვე იძრა ღრუბელი,
ატყდა კვირტების ჩუმი ფაჩუნი.
დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,
ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!
ან ღივი მაღლა როგორ მიილტვის?
რა სიზმარს ხედავს ვრცელი ნახნავი?
ან გაწეწილი თეთრი ტირიფი
მდინარეს მღერას როგორ ასწავლის?
როგორ ამოდის აღმოსავლიდან
მზე საოცარი და სხივნათელი?
როგორ გადიქცა ტყემლის ყვავილად,
ცად მოფარფატე თოვლის ფანტელი?
ნუთუ არაფერს ნაღვლობს ბუნება?
ნუთუ სულ ტანჯვა იყო წარსული?
დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,
ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!

??????