კაიშაური რუსუდან
გაზიარება

სი(მარტი)ვე 

მარტიდან იწყება სიმარტივე,
ზამთარში დატოვე ფილოსოფია,
როგორც წაკითხული წიგნები,
რომელსაც ეხლა უკან მოგაყრიან
თვალებში, რომ დაწვან.
მარტი, როგორც საკარნავალე ნიღაბი,
მორგებული გაქვს _
შეიპარე ზაფხულში,
იცეკვე სოფლელ ვაშლებთან სამბა,
კეთილშობილ გულაბებთან ფოქსტროტი,
დაეჭყლიტე ვნებიან ყურძენს.
მარტი მოსაწვევია, რომ
კიდევ ერთხელ დალიო ღვინობისთვე
და გაბრუებული შეხვდე
ქრისტეშობას.

??????