კალანდია გენო
გაზიარება

სიზმარ-ცხადის ლექსი 

არ მომიწამლო სიცოცხლე, არ მომიკვეთო უცებ,
მე გაზაფხულის ჩიტივით ვეძებ საკუთარ ბუდეს.
არ განმიკითხო, ცოდვილო, არ დამიბრმავო თვალი,
ისედაც ბრმა ვარ, ბოგანო, ჩონჩხი, გამხმარი ძვალი.
იქ დამრჩა ერთი საფლავი, ერთი ლამაზი ბორცვი,
მივდივარ, მიწას ვასწორებ... სულმოუთქმელად ვკოცნი.
არ მომისწრაფო საწუთრო, არ გამიფანტო მრევლი,
არ აგერიოს წვიმაში ობლის, ხიზანის ცრემლი.
უფლისა ჩვენის სახელით _ მოდი, სიზმარში მნახე,
წითელა ბატონებივით რომ გამინათო სახე.
მებუკედ ვივლი, მეაბჯრედ... გამოგაღვიძო, იქნებ,
წმინდანის სანთლებს აგინთებ შვიდი არშინის სიგრძეს.
არ შემატოვო ქარიშხალს, არ ამიცური ნავი,
მართლა არ მომაკვლევინო ამ გაზაფხულზე თავი.

??????