ქადაგიძე ნინო
გაზიარება

აპრილი 

დაქალებულა აპრილი,
მკერდი კვირტივით აევსო,
სითბოსგან გადახლეჩილი
ტუჩები თეთრად აენთო.
ეს ტყემლის თეთრი ხიბლია?!
თვალი ვერ სწყდება ვერაგი,
თუ ანგელოზებს წუხელი
ამ ხეზე დარჩათ პერანგი?

??????