ზოიძე შოთა
გაზიარება

* * * "რა გითხრა, ანდა რით გაგახარო" 

რა გითხრა, ანდა რით გაგახარო,
როცა სიხარულს თვითონ არიგებ,
ვერ დაგპირდები მზეს და სამყაროს
და ეიფელის კოშკს ვერ აგიგებ.
ვერ დაგპირდები მზეს და დუნიას,
ვერ მოვიგონე სხვა ვერაფერი,
მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია
ჩემი ტაძარიც და ეიფელიც.
სხვა ყველაფერი არაფერია,
სიყვარულია მხოლოდ ახალი,
ლამაზი, ვიდრე ეიფელია,
პირამიდაზე უფრო მაღალი.
სხვა რა დაგპირდე, რით გაგახარო,
როცა სიხარულს თვითონ არიგებ,
ვერ გავეყრები მზეს და სამყაროს
და ეიფელის კოშკს ვერ აგიგებ.

??????