ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

(ჰ)აერო 

ვეზიდებით ერთმანეთისგან შორს
დაგრეხილი ჰაერის თოკებს, 
რომელსაც ვსუნთქვავთ მონაცვლეობით,
მე ერთი ბოლოდან
შენ-მეორედან.
ვამოკლებთ მანძილს და ვკვეთავთ ერთმანეთს იქ,
სადაც მივყავართ სუნთქვების უკმარისობას
ცარიელი ფილტვებითა და სისხლიანი თვალებით
(სავარაუდოდ შენს პერიმეტრში).
ჩვენ ვწელავთ ტალღებს, ბგერების ხმაურს
და ვხუჭავთ თვალებს  თითო წვეთის შეშხეფებისას...
მერე ვიკიდებთ ზურგზე და ფეხებზე საკუთარ წარსულს
რომელშიც ერთიმეორის მიყოლებით ჩავკეცეთ ერთმანეთი
კაკლის ფოთლებთან ერთად...
ვიმაგრებთ სამხრეებს და
ვსხდებით რუხი ღრუბლების დირიჟაბლში.

ნატყვიარ ცას ჰაერი ეპარება საფეთქელთან,
ჩვენ კი  ვსუნთქავთ ჰელიუმს და
გვმართავენ  ორპირი ქარები ...

??????