ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "ზღვარი- ჩრდილოეთი"  

ზღვარი- ჩრდილოეთი,
უფრო ზემოთ იწევს,
გაცდა თეთრი ბაგირების წყვეტილ, 
მოშვეულო თოვას.
ვსუნთქავთ რიგრიგობით ფანჯრებს,
ფანჯრის იქეთ ბაცი,
ავტომობილების მკრთალი განათება მოჩანს.
ქუჩის მავთულები-
ბონდის საქანელა ხიდი,
ვგავართ მხარაქცეულ,
ზამთარშეუჩვეველ ჩიტებს.
სუნთქვას სხეულიდან თეთრი პერანგივით ვიხდი
და ლურჯ მაგისტრალზე, 
მარცხნივ,
მოსახვევთან ვკიდებ.

??????