ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

გარბენი #1 (ციოლას) 

ერთი წლის შემდეგ, პირველად ქუჩაში.
ამინდია...
უბრალოდ ამინდია და მე მივაბიჯებ ალისფერი ქუჩის გასწვრივ. 
"საშინელი ამინდია"-მესმის ჩემს წინ მიმავალთაგან.
ქალი-მხრებში გაშლილი, დაახლოებით 1,65 სმ სიმაღლის.
კაცი- წელში მოხრილი და ქალზე დაბალი.
ყველა დილა იწყება გახელილი თვალებით და დაბზარულ ჭერის მისალმებით.
მერე მარცხნივ გადაბრუნება, დაბერებული საწოლის ჭრიალი და შეკითხვა:
"-გახსოვს, მე რო შენზე მაღალი ვიყავი?"
პასუხად ღიმილი და ერთი სიტყვა. 
და ამ, ერთ დროს მღალი კაცის, ოთხ ნაბიჯს მე ერთი ნაბიჯით ვფარავ დღეს.
სამი ნაბიჯიც და უკვე წარსულია.
მე კიდევ, ზემოთ ამოვდივარ წარსულიდან და დასაბამისაკენ მივაბჯებ.
ვიცი, რომ ამავე ქუჩის მეორე ბოლოდან შენც მოაბიჯებ იგივე კმ/სთ სიჩქარით
და იგივე ტემპით იკუმშება ერთადერთი განივზოლიანი კუნთი შენს სხეულში.
მოაბიჯებ ფეხშიშველი...
და შენი ტერფების კვალს სამუდამოდ იმახსოვრებს პირველი თოვლი.
მე ვუახლოვდები შეხვედრის ადგილს.
ქუჩის კუთხე და კაფე " ვერცხლის მოჩვენება". 
ვტოვებთ ქალაქს შიშველი ხელებით და შიშველი ფეხებით.
მოემზადე, ეს იქნება ჩვენი პირველი გარბენი პარიზიდან ბორდომდე. 
ბორდოდან-პარიზამდე და 
მერე პარიზიდან პარიზამდე. 
იქნება სულ არ არის ეს თოვლი ქალწული... 
მაგრამ მაინც არ ჩავიცვამ ფეხზე.
ჰოდა... 
ერთი წლის შემდეგ... 
მე , შენ და " ვერცხლის მოჩვენება"...
დათოვლილ გზაზე შიშველი ხელ-ფეხით  ... 
პარიზიდან ბორდომდე, ბორდოდან პარიზამდე და... 
პარიზიდან პარიზამდე...

??????