ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

***ციცაბო _ განა დამრეცი  

ციცაბო _ განა დამრეცი _
გზები, ზამთრებით დამზრალი.
ანაზდად შემხვდი _ დამეცი
ვეება ცოდვის თავზარი.
ამ ტიალ სადედამიწედ
გახედვნას თუ მიპირებდი! _
შემომკარ-შემომალეწე
ხალვათი გულისპირეთი.
ვერ მოგიშორე, შავეთო,
საქაჯე-სამიკიოტე!
ან უნდა ქვესკნელს ჩავერთო,
ან მარად უნდა მტკიოდე,
ანდა იუდას ფიცივით
დარეცილ-დანანაცრები
ურჯულოს ბილწი სიცილით
ვითვალო ჩემი ტაძრები.
... ციცაბო _ განა დამრეცი ...
ვეღარც ბარბაცით დავძარი...
როგორ უწყალოდ დამეცი
ამხელა ცოდვის თავზარი.

??????