იაშვილი ია
გაზიარება

შეყვარებული სიკვდილი 

სტუმრად მეწვია სიკვდილი,
ცოტა ხნით შემომიარა,
რომ ნახა, როგორ ველოდი,
გაწითლდა, ვერა კმია რა.
მერე ჩამოჯდა, მომითხრო,
ამბები მწარე-იარა,
ცრემლები ჩამოუგორდა,
ვიფიქრე გადარია, რამ?!
მითხრა, სიცოცოხლე მიყვარსო,
ვერა ვრჩებიო უმისოდ,
დავდივარ, ყველგან დავეძებ,
მგონი ვრჩებიო უძისოდ.
ხელს ვახლებ, ყველა მიკვდება,
ვერვისთან გავიხარეო,
არც სახლ-კარი მაქვს, არც მიწა,
არცა სამშობლო მხარეო.
უბედური ვარ ჩემი ზნით,
კუნაპეტიო ფერადაც,
სიცოცხლის დიდი წყურვილით,
მიშრება გულ ამჯერადაც.
მერე მე ჩემი ვუთხარი,
სულ ერთიანად დასველდა,
ვხედავდი ჩემი წარსული,
მის ხელზე როგორ დასვენდა.

??????