ოდიშარია გურამ
გაზიარება

გაგრა 

აი შენი გაგრა
მისალმება ლურჯი ღრუბლის
მშვიდი შუქით
და ზაფხულის ფერით
ანთებული სახე
ქალის
აი შენი გაგრა
თიხასავით ძველი
ალბათ უფლის ნებით
ჩამოღვრილი სევდა
დღეთა
აი შენი გაგრა
აფრენილი
მზერის ზენასმიღმურ ფრთებით
და სამყაროს მბრწყინავ
ცრემლში ჩაკარგული
სადღაც
აი შენი გაგრა!

??????