გიორგაძე ნონა
გაზიარება

ფიქრებს ნუ მიშფოთებ 

ფიქრებს ნუ მიშფოთებ, ცუდფიქრო...
ადექი, გაუდექ გზას.
ეწვიე უნდილს და ურითმოს...
ვინაც რომ გაგიღებს კარს.
სუნთქვას მიჩერებ, ტიალო,
თავნება, გულზვიად ქალს.
ავირჩევ უფსკრულს ან ფრიალოს,
შენ კი არ შეგაჭმევ თავს.
იმ ბიჭსაც აცნობე, ქარებსა
ნუ დაედევნება ჩქარს,
ნაწნავით ავუკრავ თვალებსა
ვიფიცავ, შევამთხვევ ავს.
თუ ჰფიქრობს: თავს შემაყვარებსა,
ჩემს სტრიქონს დაუდებს ზავს,
თეთრად ვატეხინებ ღამესა,
შევაჩვევ ლოდინს და ჯავრს.
სუყველა გადაეც, რაც გითხარ,
გაფიცებ მაგ ჯაბან თავს,
მას _ მიწის სურვილი აწვალებს.
მე _ ზეცის სურვილი მკლავს.

??????