სულაბერიძე ია
გაზიარება

მე და შენ 

მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,
შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!
მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,
მე ვარ შენს ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.

??????