კალანდაძე ანა
გაზიარება

ორწყალში 

მადლიანი ხარ, ბუერავ,

მთას მჯდარო ფეხებმორთხმითა,

მთის წყალი დამალევინე

შენი ლამაზი ფოთლითა,

მერე შხეფებად მაპკურე

გადმოვარდნილი შფოთითა;

გზას მიიკვლევდა, ჩქარობდა,

ასე მბრდღვინავი ოდითა...

მადლიანი ხარ, ბუერავ,

მთას მადლად გულზე ეფინე...

შენ თუ მოუხმე იმ ვაჟას,

მის თვალებს მაყურებინე?

რისთვის მასმევდი მთის წყალსა

შენი ლამაზი ფოთლითა?

მითხარი, ამ წყაროსავით

სად გადავვარდე შფოთითა?

მომდევენ მისი თვალები

ორწყლით, არაგვით ორთითა!

??????