ჩეკურიშვილი ბელა
გაზიარება

მინდა გამცნო 

მინდა გამცნო,

ჩემი სიხარული აეროსტატის ბურთივით გაიბერა და დამძიმდა,

შემარყია და მიმაქროლებს.

მაგრამ დაწყვილება გადაკვეთას სულაც არ ნიშნავს,

აბა, გაიხსენე მატარებლის ლიანდაგები, ან პარალელური წრფეები

სასკოლო დაფაზე, ნატურალურ რიცხვთა სისტემები, დღეები...

მინდა გამცნო,

რომ ვისწავლე მხარდამხარ სიარული, ისე, რომ არ შევეხო, არ

გადავკვეთო, ვაკვირდები ჩემს ფეხებს, მის ფეხებს, გამვლელთა

ფეხებს, გამართულად სიარული გადაუკვეთელობას ნიშნავს,

თორემ თუ ერთი ფეხი მეორეში აგვეხლართა, ან გამოვედეთ, ან

დავაბიჯეთ, ხომ წავიქცევით.

ჰოდა,

მინდა გამცნო,

ხანდახან მისკენ არც ვიყურები, მხოლოდ ვუსმენ.

მეუბნება, რომ სიხარული ყველა განზომილებაში სიხარულად

რჩება, სამ-ოთხეშიც, პარალელურშიც, ვირტუალურშიც...

??????