სტურუა ლია
გაზიარება

პოეტური სონეტი 

რა ფერადებს და რა სიმღერას, რას თხოვენ სიტყვას,

დუმილის ოქროს ნაწყენ გულზე რატომ ითნევენ?

სივრცე, კარებში მოყოლილი მტკივა თითივით,

ამას თუ ვიტყვი, გინდაც წყალი, ან მიწა მეთქვას.

თავებში ტვინი, მშობიარე, კუთავს და ფეთქავს,

რომელ სიტყვაში ჩაეტევა ასეთი ლავა?

ალბათ, სიმწრით რომ მოიძიებ, მტკივანი თავით

და არ შეგრცხვება, ღვთის წინაშე დაარქვა ლექსი.

ორ უფსკრულს შორის თავს გადასდებ, ინისფერთმიანს

და ხალხის თვალწინ ჯამბაზივით როცა გაივლი,

იქნება, გერგოს თანაგრძნობის უცხო ყვავილი...

არ ვიცი, დედას ვუმადლოდე, თუ ბედის მწერალს,

ღამის მელანში ჩამაყუდეს, მასწავლეს წერა,

სხვა არაფერი, სამწუხაროდ, არ შემიძლია... 

??????