სანაძე კორნელი
გაზიარება

* * * "გახსოვს" 

გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი,
ხეთა შრიალი, ყვავილთა თოვა.
გაზაფხულის ცა, თეთრი ზამბახი,
იისფერი თმა, ბაგეთა თრთოლვა,
შენ შეიხსენი მარჯანის მძივი,
მზის ამოსვლისას ბალახში ვკრეფდით,
და გვასველებდა წვეთები წვიმის
და ვგავდით მტრედებს...
და გვაკლდა ფრთები.

??????