შანიძე ალექსანდრე
გაზიარება

აფრიანო ფიქრებო 

საით მიქრი ელვის ფრთებით,
ფიქრო, ფერად აფრიანო.
სანამ გინდა ლექსის რთველში,
დევის თვალი აბრიალო.
სანამ გინდა ბედის ჯარა,
ხან პირუკუ ატრიალო?
ნუთუ სულის მატიანე
ოდეს ვინმემ ატიალოს?..
საით მიქრი სულის მზეო,
ფიქრო, ფერად აფრიანო.
შენ დამწვი, შენ მომარჩინე,
საყორნედ არ მატიალო.

??????