ბარათაშვილი მარიკა
გაზიარება

იასამნები 

მომაგონდება: გაზაფხული
და იმერეთი,
იასამნებში ხუთფურცლიან
გვირგვინს ვეძებდი.
თუ ვიპოვიდი, ო, როგორი
გულით ვხარობდი
იმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი,
იმ სამყაროთი.
`ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)...
რა შეედრება
იმ საოცარი `აღმოჩენის
ბედნიერებას!”
...შორეულიდან წლები, წლები,
წლები გასულა...
აღარც მახსოვდა _ მომაგონა
ამ გაზაფხულმა,
როდესაც ისევ, ჩვეულებრივ,
დროის განგებით,
კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთან
იასამნები.
საოცრებაა, მოგონებას
რა შეუძლია!
შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, _
კვლავ ხუთფურცლიანს.

??????