მაღრაძე დათო
გაზიარება

ფარდაგი 

ბაგეს ადნება ბადაგი -
ფანტელი ნაზი, მთოვარი
ძველ კედელს შენი ფარდაგი
ბებიის ნამზითოვარი.
დნობა ფანტელის ბედია,
გადაწყვეტილი განგებით,
გავლილზე უფრო მეტია,
გასავლელზე კი ნაკლები.
გაირბენს წელი რამდენი
უწრფეს გრძნობებზე ქილიკით,
ჩაივლის პიერ კარდენიც
პოდიუმების ბილიკით.
შერჩება კედელს ფარდაგის
ფანტელი ნაზი, მთოვარი,
ცრემლით ნაგრძნობი ამაგი
ბებიის ნამზითოვარი.

??????