ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

დელფინის ღიმილი 

ეს ხდება დილით, ოკეანე თვალს რომ გაახელს
და რძისფერ ზვირთით 
ლურჯ სივრცეებს მოეფინება,
წყვილად, თამაშით აედევნენ გემს დელფინები,
არ მოისვენეს, ვიდრე თავი არ დაგვანახეს.
ხოლო გემბანზე რა დალანდეს ადამიანი,
მოიპატიჟეს მთელი გუნდი, 
იყო რიალი, _
ხტომა ჰაერში, სხეულების წყალზე ტლაშუნი,
მხიარულება და წესრიგიც ვნახეთ საშური.
აჩენდნენ კბილებს, 
რატომ? _ იქნებ ღიმილისათვის?
აღებდნენ პირებს, 
იქნებ რამეს გვეუბნებოდნენ?
გვსდევდნენ, გველოდნენ და ყველაფერს გვიმეორებდნენ,
მაგრამ ადამის ძენი რადგან 
ვერრას ხვდებოდნენ,
დაღონებულნი, შეშფოთებით ერთურთს მიზავდნენ
და თითქო წყენით გაქრნენ, აბა რაღას იზამდნენ?
ჩავცქერი სიღრმეს და უღრმესი ტკივილი მივლის
და ოკეანე ემსგავსება დელფინის ღიმილს.

??????