ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

თქვენი ხელის მზე... 

თქვენი ხელის მზე
ამ ჩემს სხეულზე,
ასიარულდა ჟრუანტელივით,
ავი ქარები მიიპარება
ამ კუნთებიდან გამოდევნილი.

წიწვის ჰავით რომ
ფილტვებს შევივსებ,
გულს, რა თქმა უნდა, ცუდი არ უნდა,
ამ ჩემს სხეულზე თქვენი ხელის მზე
ჟრუანტელივით ასიარულდა.


1998

??????