ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მზე ამოვიდა, მთები განათდნენ... 

მზე ამოვიდა, მთები განათდნენ,
მესმის შხუილი აჭარისწყალის,
დასაკრეფავი ელის კალათებს
დამწიფებული ველური წყავი.

ჩემი ბავშვობა, ჩემი სიბერე,
ორივე ერთად, ამ ხატებს ხედავს
და, როგორც მუდამ, ირჩევს იმ ფერებს,
რაიც თავიდან უგზავნა ღმერთმა.



1999

??????