ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მთელი დღე ღონე და მუხლი ვხარჯე... 

მთელი დღე ღონე და მუხლი ვხარჯე,

შეღამებულზე ლოდიძირს დავჯექ

და მესმა ქვებთან, ბაბუაწვერა

რა გადამქრალი წივილით მღერის.

რა აჩივლებდა ნეტა იმ ბალახს,

ნეტა ბალახი რა დარდებს მალავს?

ვზივარ და ვუსმენ, ვზივარ და ვუსმენ

და მთათა კვნესა მეხლება გულზე.

 

1990

??????