ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

პალმის შტოს გადავწევ და იქით... 

პალმის შტოს გადავწევ და იქით

ხავერდში იშლება აჭარა,

მზე როცა ამოვა აქ დილით,

მერწმუნეთ _ საღამოს არ ჩავა.

აქ ყოველ ფოთოლს და ნაკადულს

აქვს თავის აზრი და მიზანი;

მადლობა ამ ქედებს დახატულს,

აქედან მსოფლიო ვიცანი.

 

1954

??????