ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

სკვანტილა 

მურმან ლებანიძეს
 

მეც მოვესწარი დიდ გალაკტიონს,
შინ, ჩემთან გოგლას ბევრჯერ ვესალმეთ,
იმ ხმებს, სახეებს, სახელებს, იმ დროს
თან დავატარებ სინათლესავით.
როცა წავიდნენ, ბევრი დავობდა,
ლექსი მოკვდაო, სიტყვა დაობლდა,
ბევრსაც მოესმა ცისკრის ანანთი
რეკვა ლირიკის შენით, ანათი.
ამ მიწას, ამ წლებს ნამეწყრ-ნაწვალებს,
თავის ფესვ-ფოთლით და მხვნელ-მთესველით,
ამ გამოგვალულ გულთ მოსარწყავად
კვლავ მოუხდება თქვენი ლექსები.

 

1998

??????