ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ხინოს ეკლესია 

რა სევდიანი სიმღერით მხვდება
ხინოს ხეობა და ეკლესია,
ხმა ჟრუანტელად მოივლეს მთებმა
მთების ხმა ჩემთვის მუდამ ლექსია.
თითქოს მეც ტყე ვარ და ხეობა ვარ,
ჩემშიც მრავალი ციხე დალეწეს,
დღეს იმ ნანგრევებს და უფრო მთავარს
ეს ეკლესია ჩემში დაეძებს.
აი, ბალახთა მწვანე სანთლები
იწვის, კელაპტრობს ნანგრევის ქვაზე,
ძველი გზაბაწრით ავედევნები
ტყეში ფირალად გაპარულ ვაზებს.
რა ფიქრიანი დუმილით მხვდება
ხინოს ხეობა და ეკლესია,
ეს ხმა, სიჩუმე და თავად მთები
იმ ძველ ხანძართა წინწკლებს მესვრიან.



1970

??????