პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ანგელოსი 

ედემის კართან იდგა თავდახრით 
ანგელოსი და ბრწყინავდა კენტად. 
მეამბოხე და ქუში დემონი 
კი ჯოჯოხეთის უფსკულზე ფრენდა. 
სული ეჭვის და უარყოფისა 
ამ წმინდა სულის დიდებას გრძნობდა
და უნებლიე გულაჩუყებას 
პირველ ბუნდოვნად ის შეიცნობდა. 
"შემინდე, - თქვა მან, - მე შენ გიხილე, 
ამ ბრწყინვით ჩემი მოქცევა გსურდა: 
არა ყველაფერს ზეცისას ვგმობდი, 
არა ყოველი ამ ქვეყნად მძულდა". 

1827

??????