რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ვასკა 

უკარებელიმიზანტროპიტანდაყუდრული.
ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.
სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,
ჩუმიგვერდულაალმაცერაცქერაქურდული.

თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.
მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.
ქოსათვალკუსალორწიანიცხვირდასუდრული.
სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.

გიყვარსსიდამპლეშმორიმატლიმშვიდო ვასაკა – 
მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:
როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –

ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:
ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები – 
და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.

??????