გაბაიძე გიორგი
გაზიარება

*ბიოგრაფია (გ.გ) 

პოეტი გიორგი გაბაიძე დაიბადა 1988 წლის 1 თებერვალს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში.

2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

მუშაობს ბათუმის №10 საჯარო სკოლის ადმინისტრატორად.

“ლექსების წერა დავიწყე 16 წლიდან (2004 წლის 23 აპრილი).” – აღნიშნავს ახალგაზრდა პოეტი.

2006 წელს გამოვიდა გიორგი გაბაიძის პირველი პოეტური კრებული “მკვდარი პოეტის მთვარე”; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მისი მეორე პოეტურ კრებული - “მომავლის მონატრება”.

2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული “დაუსრულებელი წერილი”. 2010 წელს გამოიცა გიორგი გაბაიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც გიორგისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა.
 
არის მწერალთა კავშირის წევრი 2010 წლიდან.

2012 წლიდან არის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოს წევრი.

2011 წელს გახდა ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთი“-ს ლიტერატურულ კონკურს  „პოეზიის დღე-შოთაობა“-ს სპეციალური (პირველი) პრემიის ლაურეატი.

გიორგი გაბაიძე არის პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია “კავკასიონის” გენერალური მდივანი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები შემოქმედების გაერთიანების “ლიტერატურული კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავის მეგობრებთან ერთად. აგრეთვე ამავე პროექტის ლიტერატურული საიტის http://Litklubi.ge-ს/ დამფუძნებელი და მმართველი.

??????