ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

კრწანისი 

-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ტირის წითელი ყაყაჩო.

-ერეკლე გაჰყავთ ბროლიდან!
ტირის წითელი ყაყაჩო.

-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.

-შემიშვით!- ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.

-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ჭიხვინებს თათრის ცხენი
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი!


1995წ.

??????