გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

* * * "სიზმარს მომიყვება ზღვა" 

სიზმარს მომიყვება ზღვა...
მეტყვის, როგორ შეისრუტა მზე შენი გაშლილი ხელისგულიდან.
ჰო!
სიზმარს მომიყვება ზღვა, ჩუმად იდუდუნებს და მერე ნაპირს დაეხეთქება გრძნობა დაცლილი კაცივით, უთქმელ სიტყვას რომ ვერ მიუხვდნენ...
მე კი ამ სიზმარს მთვარეს გავანდობ და შენთან გამოვატან
სიზმარს -  ჩემს მონატრებაზე.

??????