გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

მირზა გელოვანს 

ჩამოვალ და დავუჩოქებ მარმარილოს
და ტუჩებით შევეხები მიწას,
ჩაგჩურჩულებ: დამაბარა სიყვარული
მშობლიურმა საქართველომ, მირზა!
გადავაბნევ უცხო მხარის საფლავებზე
ჩემი, შენი, მისი მხარის მიწას,
ჩამოვალ და დაგიჩოქებ მოწიწებით
ყველა დროის უკვდავ პოეტს, მირზას.

??????