ნარიმანიძე სილოვან
გაზიარება

ბალადა სახალათე ქსოვილზე 


ჩემს სახალათეს იმედით ვარჩევ,
რაც არის, არის,
მოსჭერ, ნოქარო!
ისიც გულდინჯად გაზომავს ნაჭერს,
გარეთ კი წვიმს და ცა ბობოქარობს...
იქნებ ისა ხარ, ხალათო, მარად,
შავი მიწის ქვეშ მუდმივ სამოსად
მე რომ წამყვები სამარის კარად,
შორი და ძნელი გზის დასალოცად...
იცხოვრებ ჩემად ფიქრებში ლოცვად,
სად მარადიულს შეხვდები წყვდიადს,
ჩემს სხეულს ბნელი დაფარავს როცა,
შენც დაგაცხრება სამარის ჭია...
რადგანაც გერგო ეს მწარე ხვედრი,
შენ მირჩევნიხარ მილიონ ოქროს,
იქაც, სამარის კარად, ჩემს გვერდით,
ობლად დარჩენილს რომ მიმეგობრო!.

??????