კილასონია ნაზი
გაზიარება

მე რომ წავიდე... 

მე რომ წავიდე:
ვინ უნდა გამოუცვალოს იებს წყალი;
მე რომ წავიდე:
ვინ უნდა დაგანახოს
სარკმლიდან მთვარე მცხრალი;
მე რომ წავიდე:
_ ვინ უნდა შემოუშვას ოთახში ქარი;
მე რომ წავიდე,
ვინ უნდა წაგიკითხოს
ლექსების პწკარი...
და სხვაც რომ დავტოვოთ,
ჩემო ბატონო,
ვიზედ უნდა ბრძანდებოდეთ
ყოველდღე მწყრალი?

??????