ჯაყელი ჯემალ
გაზიარება

ციკლიდან "დრო ჩემში" 


დრო იწვის, მე კი მაღალი სინჯის
მაღალი სული კოცონზე მიდევს,
ის ცეცხლგამძლეა, არ აკრთობს ხინჯი,
ცეცხლს შეუკეთეთ თუ გნებავთ კიდე!
სტიქიას _ წვიმას მოვსდე ქამანდი,
მასთან ვარ, სხვაგნით არსაით ვლაშქრობ.
რაც პრომეთემდე არ ინთებოდა,
სულის შებერვით ვანთებ და ვაქრობ.
ნუ გეცოდებათ ცეცხლგამძლე სული,
მოდით, მოითბეთ ხელის თითები,
სადაც გამიმხელთ თქვენს ლამაზს სურვილს,
თქვენს გასათბობად იქ ავინთები.

??????