ჩხენკელი თამაზ
გაზიარება

*** "სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ" 

სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ,
ცხრა ძმაც გასჩეხეს, როგორც ნაძვნარი. . .
მე ვარ მეათე, _
ხმლით ნაკოდი და მარაბდული მზით გადამწვარი!
მე ვარ მეათე, რომ ვერ დამტორეს,
ახლა წამოველ მგლისფერ გორდითა,
ვაიმე ძმანო, სად მიგატოვეთ,
ცოტა ხანს კიდევ გაუმკლავდით
და მეც მოვდივარ!

??????