სალუქვაძე ანზორ
გაზიარება

ავტოპორტრეტი 

მოვდივარ, გული მაქვს სიმღერით ავსილი!
(რტოებიც ფოთლებით ივსება)
ხავერდის ხალათი, საყელო გახსნილი,
ჯიბეში პრიმა და ლექსები.
მოვდივარ... ჰაერი ტკბილია თაფლივით...
მოვდივარ... სიცოცხლეს ვაღმერთებ!
მოვდივარ... მხარდამხარ მომყვება აპრილი,
აღმართიც მგონია დაღმართი.

??????