ჩარკვიანი ირაკლი
გაზიარება

გუშინ ღამე 

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთან 
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების,უმწეო
გერთან,
რომელიც თავის უმწეო საქმით,თავს ვეღარ
ართობს.

და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -
პირველი კოცნა
წმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,
ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთან
კაპიკებს მთხოვდა,

ის მარტო იდგა ნაცრისფერ ჯვართან,
გარშემო თოვდა.
მაშინ ბარდნიდა მძიმე ფანტელი უღმერთო
ციდან,
მე არ მიყვარდი და შენ უნთებდი სანთელს 
უსულო წმინდანს,
ალბათ შენთანაც ბავშვობა მოვა,
შენთანაც მოვა შენი აჩრდილი,
და დაობებულ გრძნობათა გროვას
ციდან მოგიტანს ნიავი გრილი.

შენც ხომ დაუთმობ ერთ ღამეს გრძნობებს,
დაუთმობ წარსულს,დაუთმობ სევდას,
ისევ მოიხმობ განცდათა ღამეს,
რომლებიც მთელი ბავშვობა გსდევდა.

შენც ჩემ უცნაურ ნაკვთებს აღიდგენ,
მეხსიერებას დაძლევ და მნახავ,
იმ თოვლიან დღეს,იქ ორნი იდგნენ,
დიდ ქვის ტაძართან მე დამინახავ.

მერე ნიავი შენს მოხუვ აჩრდილს
ცაში წაიღებს,
ღამე გაქრება,შენ არაფერი არ გაგონდება,
და იმ დილასაც,როგორც ყოველთვის
გადავიქცევი ძველ მოგონებად.

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

??????