ერისთავი თამარ
გაზიარება

*** "როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი" 

როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი
და როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,
დაიძვრის ქუჩა ნაბიჯით ჩქარით,
ქუჩა სახლებში შეხიზვნას ნატრობს.
შევა, შეჰყვება გუნება მძიმე
და მღელვარება ნაბიჯის ჩქარის,
სახლებს გარედან ეხლება წვიმა,
სახლებს გარედან აწყდება ქარი.
შიგ დგას სიჩუმე თეთრი ეშვებით
და შავი ლანდი უძრავი ბარგის,
ქუჩა ფანჯრიდან გადაეშვება
და ფეხშიშველა წვიმაში გარბის.
როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი
და როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,
ქარს მისდევს ქუჩაA ნაბიჯით ჩქარით,
დაეხეტება წვიმაში მარტო.

??????