კერესელიძე ნუნუ
გაზიარება

*** "თუ ჩვეულებრივ სიცოცხლისათვის" 

თუ ჩვეულებრივ სიცოცხლისათვის
გული არ მოგდევს,
არ დაივიწყებ, რომ ეკუთვნი
ბავშვობის ორდენს,
დაუძვირდები ადგილებს ნაძრახს...
და სიბრძნის მადლის ატარებ საგზალს,
დაეწაფები ფარულ ცხრაწყაროს,
გული შენს მამულს რომ მოახმარო.
ხომ ხედავ, ხოტბას უხვად გწყალობენ,
სად საგალობლებს არა გალობენ...

??????