ჭანკოტაძე ვახტანგ
გაზიარება

მამულო ჩემო 

რწმენით გმსახურებ და მადლობას
როდი მოველი,
კორდი ყოველი, მთის თუ ბარის,
ღმერთის განძია,
გეთქმის ვარძია, ნიკორწმინდა,
სვეტიცხოველი,
ხმები ფხოველის, შორეთიდან,
ერთვის ტანძიას.
მტერი დღესაც გყავს ვერაგი და
ისტორიული,
ისტერიული ყიჟინა ქუხს
მშობელ მიწაზე,
ბჭობენ რიწაზე, დაგვავიწყონ
ის დრო მზიური,
თითქოს ტყიური ვამპირები
როკვენ ნიშანზე.
რატომღა სდუმან ძვალთსაცავნი
დასაფიცარი
და სხვა ვინც არის: ქეთევანი,უტა, მინდია,
უქმად მიგდია ფარ-ხმალი და
დასტა ისარი,
დაჰკარ ღვთის ზარი. გულში ცეცხლი
უტყვად მინთია.
შენი ბრალია, ომარ ხაიამ!
ღვინის, ქალების, სიმღერის, ვარდის,
ეშხით ვარ მთვრალი – ოჰ, რა ხანია,
ვისი ბრალია? (კამათი არ ღირს),
შენი ბრალია, ომარ ხაიამ.
თუ ბოჰემურმა შემიპყრო ვნებამ,
მზერა მომტაცა ჭიამაიამ,
ვის დაბრალდება, თუ კი მაქვს შვება?
შენ დაგბრალდება, ომარ ხაიამ.
სიცოცხლის თასი ბოლომდე შევსვი,
დამიმეგზურა ხან მზემ, ხან იამ,
მე შენი კალმის ჩურჩული მესმის,
შენი ხმა მესმის, ომარ ხაიამ.

??????