ჭილაძე ოთარ
გაზიარება

მონღოლების ბანაკი 

(ესკიზი)
კაცი არ დარჩა ამბის მომყოლი...
მზეზე ბრჭყვიალებს მდინარის ზურგი,
და ჩემი სისხლით გავსებულ თუნგებს
მიაჟღრიალებს ქვებზე მონღოლი.
თუნგის ჟღრიალით დამფრთხალი ფარა
გადამწვარ ველზე მიდის კანკალით,
და შესევია მონღოლის ბანაკს
მტვერი, ყაყანი და ბუზანკალი.

??????